Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლი უარყოფს ტრამპის ცნობას რუსი სამხედროების ვენესუელიდან გაყვანის შესახებ


კრემლი 4 ივნისს გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტის მიერ წინა დღით გავრცელებულ ცნობას და განაცხადა, რომ რუსეთს ოფიციალურად არ უცნობებია დონალდ ტრამპისთვის იმ საქმიანობაზე, რასაც რუსი სამხედროები ახორციელებენ ვენესუელაში, რომლის სოციალისტ პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს მთავრობასთან რუსეთი მჭიდროდ თანამშრომლობს.

ლონდონში სახელმწიფო ვიზიტად მყოფმა ტრამპმა 3 ივნისს ტვიტერში დაწერა, რომ რუსეთმა გაიყვანა ვენესუელიდან „თავისი ხალხის“ უმრავლესობა.

როგორც კრემლის სპეციალურმა წარმომადგენელმა დმიტრი პესკოვმა აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბარში, ამ საკითხზე რუსეთის ხელისუფლება არ ჰქონია კონტაქტი დონალდ ტრამპთან.

პესკოვის თქმით, რუს სამხედრო მრჩევლები კვლავაც განაგრძობენ საქმიანობას ვენესუელაში და ეს პროცესი „გეგმის თანახმად გრძელდება.“

მარტში დონალდ ტრამპმა ვენესუელის დატოვებისკენ მოუწოდა რუსეთს მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ლათინური ამერიკის ამ ქვეყანაში 100 რუსი სამხედრო პირის გაგზავნის შესახებ.

იანვარში ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ თავი გამოაცხადა ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტად. მას მხარს უჭერს 50-ზე მეტი ქვეყანა, აშშ-ისა და საქართველოს ჩათვლით. ხოლო რუსეთი რჩება სოციალისტ პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს მოკავშირედ.

XS
SM
MD
LG