Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსალოდნელი მასშტაბური პროტესტის ფონზე გაიმართა ტრამპისა და მეის შეხვედრა


აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ბრიტანეთში ვიზიტის მეორე დღეს მოლაპარაკება გამართა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, ტერეზა მეისთან, იმ ფონზე, როცა ლონდონის ცენტრში ათი ათასობით დამონსტრანტის გასვლას მოელოდნენ საპროტესტო აქციაზე.

ოფიციალური პირების ცნობით, შეხვედრაზე ტრამპის დღის წესრიგში იყო ჩინეთთან ურთიერთობის საკითხი. ვაშინგტონი მოკავშირეებთან ლობირებს ჩინეთის ტელეკომუნიკაციების გიგანტური კომპანიის, Huawei-ს გამოთიშვას ახალი, 5G საკომუნიკაციო ქსელებიდან, იმ შიშების გამო, რომ ამით ჩინეთის მთავრობას მონაცემებზე წვდომა გაუჩნდება და ის ჯაშუშურ მოქმედებებს შესძლებს .

3 მაისს ტრამპი და მისი მეუღლე მელანია დაესწრნენ სახელმწიფო ბანკეტს, რომელიც მათ პატივსაცემად დედოფალმა ელისაბედმა გამართა.

საზოგადოებრივი გამოკითხვების თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტს ბევრი ბრიტანელი უარყოფითად აფასებს, პოლიცია ემზადება ლონდონის ცენტრში მასშტაბური საპროტესტო აქციისთვის. პარლამენტის მოედნის თავზე აღმართეს დიდი გასაბერი ბუშტი, რომელიც ტრამპს პამპერსიან ბავშვად გამოსახავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG