Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბახტაძე და ზელენსკი ერთად ბრიუსელში - ნატალია საბანაძე მათ შეხვედრას არ ადასტურებს


ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე ბრიუსელში იმავე სასტუმროში მივიდა, სადაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იმყოფება. ​ ტელევიზიის კამერამ გადაიღო კორტეჟის ვიდეოკადრები, რომელიც მამუკა ბახტაძეს ეკუთვნის.

ეს ინფორმაცია ტელევიზიას დაუდასტურა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბელგიასა და ლუქსემბურგში, ევროკავშირიში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ნატალია საბანაძემ.

„კურიერის“ ჟურნალისტის კითხვაზე, დაგეგმილია თუ არა ბრიუსელში შეხვედრა ზელენსკისა და ბახტაძეს შორის, რომლის თემაც, შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი იყოს, ნატალია საბანაძემ უპასუხა, რომ უკრაინის პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერის შეხვედრა დაგეგმილი არ არის და რომ მამუკა ბახტაძე იმავე სასტუმროში ზელენსკისთან ერთად შემთხვევით მოხვდა .

„პრემიერი ბრუსელში ჩამოვიდა იმიტომ, რომ ის მოწვეულია ამერიკის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ მიღებაზე, რომელიც, როგორც წესი, 4 ივლისს იმართება, თუმცა წელს ეს მიღება 4 ივნისს გაიმართება. დაპატიჟებულია ბევრი სტუმარი, მათ შორის იყო მამუკა ბახტაძეც, რომელმაც ჩამოსვლის გადაწყვეტილება ბოლო წუთში მიიღო, რადგან, როგორც იცით, შემდეგ ის მიემგზავრება ამერიკის შეერთებულ შტატებში", - განაცხადა ნატალია საბანაძემ.

XS
SM
MD
LG