Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორში გაიხსნა ფესტივალი დევიზით: დავუბრუნოთ ღიმილი ნაომარ ქალაქს


ფესტივალის მონაწილეთა მსვლელობა გორში
ფესტივალის მონაწილეთა მსვლელობა გორში

გორში მეექვსედ გაიხსნა კომედიის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, დევიზით: „დავუბრუნოთ ღიმილი ნაომარ ქალაქს.“

დილიდან ქალაქში მიმდინარეობს ფესტივალის მონაწილეთა მსვლელობები, რომელიც საღამოს 8 საათზე დასრულდება გორის თეატრის სკვერში.

საფესტივალო ჩვენებას გახსნის მარჯანიშვილის თეატრი სპექტაკლით, „მეფე მოკვდა.“ საერთაშორისო ფესტივალში, რომელიც14 ივნისამდე გაგრძელდება, ქართული თეატრალური დასების გარდა წელს მონაწილეობს რუმინეთის თეატრის დასი.

კომედიის საერთაშისო თეატრალური ფესტივალი 2014 წელს, საქართველოს რეგიონული ხელოვნების განვითარების ფონდთან ერთად დააარსა გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო თეატრის მაშინდელმა სამხატვრო ხელმძღვანელმა, რეჟისორმა სოსო ნემსაძემ. მოგვიანებით ფესტივალს საერთაშორისო სტატუსი მიენიჭა. 2018 წელს, გორის კომედიის ფესტივალი საერთაშორისო საფესტივალო გაერთიანების წევრი გახდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG