არასრულწლოვან დავით სარალიძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ მიხეილ კალანდიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის წარუდგინეს.
დანაშაული ითვალისწინებს წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, განზრახ, ჯგუფურად მკვლელობას.
სასამართლო მიხეილ კალანდიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მოგვიანებით იმსჯელებს.
სამართალდამცავებმა მიხეილ კალანდია 4 ივნისს, დილით დააკავეს დავით სარალიძის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის ბრალდებით.
არასრულწლოვან დავით სარალიძეს 2017 წლის დეკემბერში, ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს მიაყენეს სასიკვდილო ჭრილობები. ამავე ჩხუბის დროს მოკლეს არასრულწლოვანი ლევან დადუნაშვილიც.