Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასრულწოვანთან სექსუალური კავშირის ფაქტზე გამოძიება დაიწყო


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 16 წლის გოგო, რომელმაც ცოტა ხნის წინ იმშობიარა, სექსუალურ ძალადობაში 40 წლის ნათესავს ადანაშაულებს. არასრულწლოვანმა ორსულობის შესახებ მაშინ გაიგო, როცა სკოლაში შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში წაიყვანეს. მშობიარობის შემდეგ არასწრულწლოვანმა ბავშვი კლინიკაში დატოვა.

შსს-მ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით, რომელიც გულისხმობს სქესობრივ კავშირს ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ მოქმედებას 16 წელს მიუღწეველთან. დანიშნულია გენეტიკური ექსპერტიზა.

XS
SM
MD
LG