Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"აჭარა ჯგუფი" აცხადებს, რომ მისი ვერტმფრენის კატასტროფის გამო გამოძიებასთან თანამშრომლობს


კომპანია „აჭარა ჯგუფი“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მისი ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად სამი ადამიანის დაღუპვის გამო და მათ ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

„დაბა სტეფანწმინდაში ჩამოვარდა „აჭარა ჯგუფის“ კუთვნილი ვერტფრენი - ავიატორი. უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია პილოტი და „აჭარა ჯგუფის“ ორი თანამშრომელი” - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

„აჭარა ჯგუფი“ აღნიშნავს, რომ სრულად თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოებთან.

XS
SM
MD
LG