საფრანგეთში აღნიშნავენ მეორე მსოფლიო ომის დროს ნორმანდიაში მოკავშირეთა ჯარების გადასხმის 75-ე წლისთავს.
„გოლდ-ბიჩზე“ - ერთ-ერთზე სულ ხუთი ადგილიდან, სადაც ნორმანდიაში მოკავშირეთა ჯარების გადასხეს - გაიმართა ცერემონია ვეტერანების მონაწილეობით. მათ მადლობა გადაუხადეს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ.
ცერემონიაზე საკირძველი ჩაეყარა მემორიალს, რომელზეც ამოიტვიფრება ნორმანდიის ოპერაციის მსვლელობაში დაღუპული 20 ათასამდე ბრიტანელი ჯარისკაცის სახელები.
მაკრონის აზრით, 1944 წლის 6 ივნისმა განსაზღვრა საფრანგეთის, ბრიტანეთის, ევროპისა და მთლი მსოფლიოს ბედი. ხოლო ტერეზა მეის სიტყვებით, ამჟამინდელი თაობის მოვალეობა და პასუხისმგებლობაა, გააგრძელოს „თავისუფლების, მშვიდობისა და დემოკრატიის ჩირაღდნით“ სიარული.
მეი ნორმანდიის საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობს, უშუალოდ, პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვებამდე: ის ხვალ გადადგება.
75-წლიანი იუბილის აღნიშვნაში მონაწილეობს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც. დღეს ის მაკრონთან ერთად გამოდის მემორიალურ სასაფლაოზე, სადაც დაკრძალული არიან ნორმანდიაში დაღუპული ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები.
5 ივნისს, ხსოვნის ცერემონია გაიმართა ინგლისის ქალაქ პორტსმუტში. მას ესწრებოდნენ დასავლეთის ფრონტზე ნაცისტურ გერმანიასთან მებრძოლი 15 სახელმწიფოს ლიდერები. ცერემონიას ესწრებოდა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელიც.
იუბილის აღნიშვნაზე ამჯერად არ მიუწვევიათ რუსეთის პრეზიდენტი. ის 2014 წელს ესწრებოდა ღონისძიებებს ნორმანდიაში მოკავშირეთა ჯარების გადასხმის 70-ე წლისთავთან დაკავშირებით.