აშშ-სა და მექსიკას შორის მოლაპარაკების პირველი რაუნდი 5 ივნისს უშედეგოდ დასრულდა. მოლაპარაკება, რომელიც თეთრ სახლში გაიმართა, შეეხება უკანონო იმიგრაციას და სავაჭრო ტარიფებს.
აშშ-ის ევროპაში მყოფი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გარეშე მოლაპარაკებაზე ვაშინგტონს წარადგენს ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი. მექსიკის დელაგაციას ხელმძღვანელობს მარსელო ებრარდი.
მხარეების ამოცანას წარმოადგენს ფართომასშტაბიანი კრიზისის განმუხტვა. კრიზისი გამოიწვია ცენტრალური ამერიკიდან მიგრანტების დიდი რაოდენობის მოზღვავებამ აშშ-ში.
ტრამპი დაემუქრა მეზობელ სახელმწიფოს, რომ ეტაპობრივად გაზრდის 25 პროცენტამდე ამერიკული საქონლის ექსპორტზე გადასახადს, თუ მექსიკა თავისი ტერიტორიის გავლით მიგრანტების ნაკადს არ შეაჩერებს. როგორც "სი-ენ-ენი“ იტყობინებოდა წყაროზე დაყრდნობით, კონსულტაციების პირველ დღეს მექსიკამ აღიარა, რომ საზღვარზე კრიზისია და დათანხმდა რამდენიმე ნაბიჯის გადადგმას, რაც აშშ-მა არასაკმარისად მიიჩნია. მოლაპარაკება 6 ივნისსაც გრძელდება.
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ შეთანხმება არ შედგა, ორშაბათიდან ყოველთვიურად 5 პროცენტის გაიზრდება გადასახადი. ტარიფების გაზრდის იდეას არ ეთანხმება ტრამპის ბევრი თანაპარტიელი კონგრესში. ისინი შიშობენ, რომ საქონლის გაძვირება უმუშევრობას და ინფლაციას გაზრდის.
მაისში ამერიკელმა მესაზღვრეებმა აშშ-სა და მექსიკას შორის საზღვარზე დააკავეს 144 ათასზე მეტი დამრღვევი, 32 პროცენტით მეტი ვიდრე აპრილში.