Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბორჯომიდან გაუჩინარებული ორი არასრულწლოვანი გოგონა ზესტაფონში იპოვეს


გავრცელებული ცნობებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ზესტაფონში მიაგნეს 6 ივნისს ბორჯომიდან გაუჩინარებულ ორ არასრულწლოვან გოგონას.

მეცხრეკლასელი გოგონების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. პოლიციამ ორივე მათგანი გვიან ღამით დააბრუნა ოჯახებში.

არასრულწლოვანების გაუჩინარების ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. დეტალები უცნობია.

XS
SM
MD
LG