Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლონდონის შეფასებით, რუსეთი ხელს უწყობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უფლებების დარღვევას


დიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა ოფისმა - ფორინ ოფისმა გამოაქვეყნა 2018 წლის ანგარიში ადამიანის უფლებების და დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ. დოკუმენტის იმ ნაწილში, რომელიც ეხება რუსეთის მიერ უფლებების დარღვევას და დემოკრატიული პრინციპების ხელყოფას, საუბარია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ქმედებებზეც.

„2018 წელს აღინიშნა საქართველო-რუსეთის კონფლიქტის ათი წლისთავი. რუსეთის გავლენა საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში კვლავ ხელს უწყობს ადამიანის უფლებების დარღვევას, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა დაშინებას. გადასასვლელი პუნქტების უმრავლესობა დაკეტილია, გაიზარდა ადმინისტრაციულ საზღვართან ხელოვნური ბარიერები და გრძელდება გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა. ეს გავლენას ახდენს და ზღუდავს ხელმისაწვდომობას განათლებაზე, ჯანდაცვასა და საკუთრებაზე. არსებობდა სანდო ცნობები პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებზე წვდომის მხრივ ეთნიკური ქართველების მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციის შესახებ“ - ნათქვამია მოხსენებაში.

ფორინ ოფისი აღნიშნავს, რომ დიდმა ბრიტანეთმა მხარი დაუჭირა საქართველოს მიერ გაეროს გენერალურ ასამბლეასა და გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში ინიცირებულ რეზოლუციებს, მათ შორის იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ.

XS
SM
MD
LG