ბათუმში, 18 წლის გოგოს თვითმკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. პოლიციაში გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით.
გარდაცვლილის მშობლები ვარაუდობენ, რომ გოგონა ძალადობის და მეგობრის მხრიდან შანტაჟის მსხვერპლია. მათ კონკრეტულ პირზე ეჭვი მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც იპოვეს შვილის წერილი: „მკვლელი ნ...“
ოჯახმა გამომძიებლებს გადასცა წერილი და გოგონას მობილური ტელეფონი. გარდაცვლილის დედა დროულ და ობიექტურ გამოძიებას ითხოვს. 18 წლის ბათუმელმა გოგომ თავი 6 ივნისს მოიკლა.