აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების ცნობით, რუსეთის საესკადრო ნაღმოსანი კინაღამ შეეჯახა ერთ-ერთ მის კრეისერს, რომელიც ფრთოსანი რაკეტებით და საარტილერიო იარაღით არის აღჭურვილი. ინციდენტს, რომელიც ფილიპინის ზღვაში მოხდა, ამერიკული სარდლობა უწოდებს „სახიფათოდ არაპროფესიონალურს“.
რუსული საესკადრო ნაღმოსანი 15-30 მეტრის მანძილზე მიუახლოვდა ამერიკულ კრეისერს.
"ფილიპინის ზღვაში მოქმედების დროს, რუსული საესკადრო ნაღმოსანმა Udaloy I DD 572-მა შეასრულა საშიში მანევრი აშშ-ის კრეისერ „Chancellorsvill-ის“ წინააღმდეგ“, - ნათქვამია აშშ-ის მეშვიდე ფლოტის მეთაურის კლაიტონ დოსის მიერ 7 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში.
რუსეთის სამხედრო სარდლობა კი ბრალს ამერიკულ გემს დებს.
„აშშ-ის კრეისერმა Chancellorsvill-მა შეიცვალა ცურვის კურსი და 50 მეტრის სიახლოვეს, გზა გადაუჭრა რუსეთის სამხედრო გემ „ადმირალ ვინოგრადოვს,“- განაცხადეს რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტში.
აშშ-ის მეშვიდე ფლოტის მეთაურმა პროპაგანდა უწოდა რუსეთის ბრალდებას, თითქოს ამერიკული ხომალდი სახიფათოდ მოქმედებდა.