Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რაში დაგვჭირდა „გაზპრომი“?


„რატომ გახდა საჭირო „გაზპრომის“, როგორც მეტასტაზის შემოყვანა ქართულ ეკონომიკაში, როცა „შაჰდენიზ 2-ისთვის“ ინვესტიციები უკვე ჩაიდო და მომავალი წლიდან საქართველო მიიღებს იმდენ გაზს, რომ არასდროს არ დასჭირდება რუსეთისკენ გახედვა“? - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა რომან გიცირიძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე.

მისი თქმით, განახლებული ხელშეკრულება „გაზპრომთან“ ადრინდელზე უკეთესი არ არის და ტარიფიც, როგორც რუსული პრესა წერს, არახელსაყრელი - 185 დოლარია.

ეკონომიკის მინისტრი ნათი თურნავა აცხადებს, რომ ხელშეკრულების დეტალები საიდუმლოა და გაზის ფასზე ვერ ისაუბრებს. მისი თქმით, „შაჰდენიზ - 2“ დიდი მოცულობის გაზის მოწოდებას მხოლოდ 2022 წლიდან შეძლებს, მანამდე კი საჭიროა ქვეყანაში კონკურენტუნარიანი გარემო შეიქმნას, რაშიც თავის როლს ბუნებრივი არის რუსეთიდან შემოტანაც შეუწყობს ხელს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG