აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სანქციები დაუწესა ირანის გიგანტურ, „სპარსეთის ყურის ნავთობქიმიური ინდუსტრიის კომპანიას“ (PGPIC), რაც ნაწილია თეირანზე ზეწოლისკენ მიმართული ძალისხმევისა, რაც მიზნად ისახავს ისეთი ახალი შეთანხმების მიღწევას ირანთან, რომლითაც უნდა შეიზღუდოს მისი ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების პროგრამები.
7 ივნისს გამოცხადებული სანქციები დარტყმას აყენებს კომპანია PGPIC-ს, მის 39 ფილიალსა და მათთან აფილირებულ საერთაშორისო გაყიდვების აგენტებს. კომპანიის ანგარიშზე მოდის ირანის მთელი ნავთობქიმიური სიმძლავრის 40 %-ი და ექსპორტის 50%-ი.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს თანახმად, „სპარსეთის ყურის ნავთობქიმიური ინდუსტრიის კომპანია“ ფინანსურ დახმარებას უწევს ირანის ისლამური რევოლუციის გუშგათა კორპუსს, რომელიც მანამდე მიჩნეული იქნა „საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციად“.
2018 წელს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმიანისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, ირანის ბირთვული პროგრამის გარშემოს 2015 წელს თეირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის ხელმოწერილი საერთაშორისო შეთანხმებიდან, რაც ირანის ბირთვული პროგრამის შემცირების სანაცვლოდ ითვალისწინებდა არსებული სანქციების შერბილებას.