Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰონ-კონგში სასამართლო რეფორმის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ 500 ათას ადამიანს გაიყვანენ საპროტესტო აქციაზე


ჰონ-კონგში სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ მარშის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ქუჩებში გაიყვანენ სულ მცირე 500 ათას ადამიანს. კვირას ისინი საპროტესტო აქციას გამართავენ კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც საშუალებას იძლევა ეჭვმიტანილების ექსტრადიციას მეგაპოლისიდან მატერიკულ ჩინეთში.

ჰონ-კონგში ჯერჯერობით შენარჩუნებულია დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, რომელიც ქალაქში დარჩა ბრიტანული ადმინისტრაციის პერიოდიდან. ოთხშაბათს ქალაქის საკანონმდებლო საბჭოში დაიწყება დებატები კანონის მიღებაზე, რომლითაც ნებადართული იქნება ჰონ-კონგის მაცხოვრებლების გასამართლება მატერიკულ ჩინეთში.

ეს ინიციატივა შეშფოთებას იწვევს უფლებადამცველებს, მასმედიას, კორპორაციულ იურისტებსა და ბიზნესმენებს შორის მიუხედავად ხელისუფლების მხრიდან დაპირებისა, არ მოხდეს იმ პირების ექსტრადიცია, რომლებიც პოლიტიკური და რელიგიური მოტივით დევნას განიცდიან, ან მათი, ვისაც სიკვდილით დასჯა ემუქრება.

კანონპროექტის მიღების წინააღმდეგ გამოვიდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო. ევროკავშირის 11 ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლები შეხვდნენ ჰონ-კონგის მმართველს, კერი ლამს, და პროტესტი გამოუხატეს დაგეგმილ შესწორებებთან დაკავშირებით.

XS
SM
MD
LG