Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიმდინარეობს მთაწმინდის ოლქში არჩევნების მეორე ტური


მთაწმინდის #1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.

31-ვე საარჩევნო უბანი 08:00 საათზე, გაიხსნა ოლქში რეგისტრირებულია 43 909 ამომრჩეველი.

არჩევნების მეორე ტურში ორი კანდიდატი მონაწილეობს: #13 შალვა შავგულიძე და #41 ვლადიმერ კახაძე.

არჩევნების პირველ ტურში, მთაწმინდაზე „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ლადო კახაძემ ამომრჩეველთა ხმების 41% მიიღო, „ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ ბლოკის კანდიდატმა შალვა შავგულიძემ კი - 36,83%.

არჩევნების პირველი ტური 19 მაისს გაიმართა.

XS
SM
MD
LG