Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილი: ევროპელებს ძალიან უყვართ მეორე ტური


„როგორც მოგახსენეთ, პირველი ტურის დროს, ველოდებოდით ჩვენ მეორე ტურს. თუმცა, იქვე აღვნიშნე, რომ ყველა არჩევნებში „ქართული ოცნება“ დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს. რაც ნახეთ კიდეც. ბოლო არჩევანსაც ნახავთ, რომ„ქართული ოცნების“ კანდიდატი ისევე დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს“,- განაცხადა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მთაწმინდის ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემის შემდეგ.

ბიძინა ივანიშვილის სიტყვებით მთაწმინდაზე მეორე ტური დემოკრატიულობის მაჩვენებელია.

„ევროპელებს ძალიან უყვართ მეორე ტური, ძალიან არ უყვართ როდესაც დიდი უპირატესობით იგებს ერთი კანდიდატი, მთაწმინდა ამ მხრივ შეიძლება იყოს კარგი მაჩვენებლია“.

ბიძინა ივანიშვილის თქმით, ოპონირება იყო ძალიან მძაფრი, მაგრამ ყველაფერი მიდიოდა ძალიან კარგად „ასე თანდათანობით ჩვენ უნდა განვითარდეთ და გვახდეთ ევროპელები და პირველ რიგში ეს არჩვენებში უნდა გამოიხატებოდეს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მთაწმინდის #1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.

არჩევნების მეორე ტურში ორი კანდიდატი მონაწილეობს: #13 შალვა შავგულიძე და #41 ვლადიმერ კახაძე.

არჩევნების პირველ ტურში, მთაწმინდაზე „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ლადო კახაძემ ამომრჩეველთა ხმების 41% მიიღო, „ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ ბლოკის კანდიდატმა შალვა შავგულიძემ კი - 36,83%.

არჩევნების პირველი ტური 19 მაისს გაიმართა.

XS
SM
MD
LG