Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიგა ბოკერია: ოქროყანაში არჩევნები უზნეო მეთოდებით მიმდინაროებს


"ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას შეფასებით, არჩევნების მეორე ტური ოქროყანაში „უზნეო და უკანონო მეთოდებით“მიმდინარეობს.

გიგა ბოკერიამ ოქროყანაში, 32-ე უბანზე განაცხადა, რომ მმართველი პარტია ამომრჩეველზე მანიპულირებას ცდილობს. მისივე თქმით, ისინი „დაჭერილი კაცის ბედით ვაჭრობდნენ“.

„ოქროყანაში ძალიან უზნეო და უკანონო მეთოდით მიმდინარეობდა კამპანია პირველ ტურზე და განსაკუთრებით მეორე ტურის დროს. დაჭერილი კაცის ბედით ვაჭრობდნენ. ეს წინა არჩევნებზეც გააკეთეს და მერე გადააგდეს ხალხი. დაჭერილის ოჯახისთვის და მისი მეგობრებისთვის, გარემოცვისთვის მაინც ეფექტური ინსტრუმენტია, როცა გეუბნებიან, რომ მიეცი მთავრობის კანდიდატს ხმა, თორემ ციხეში ჩავტოვებთ. ამას აკეთებდა კონკრეტული ჯგუფი. ერთ-ერთი წარმომადგენელი გამოგვეხმაურა და სცადა ტიპიური გარჩევის მოწყობა. ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ იყოს სიმშვიდე და დღეს მაინც ამომრჩევლებს მიეცეს მშვიდად საკუთარი ნების გამოხატვის საშუალება. აქამდე რაც მოხდა, ეს არის უკვე არანორმალური არჩევნები ოქროყანაში. დღევანდელი დღე რომ მაინც უნდა იყოს მშვიდი, სწორედ ამიტომ ვართ დღეს აქ“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ

მთაწმინდის #1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.

არჩევნების მეორე ტურში ორი კანდიდატი მონაწილეობს: #13 შალვა შავგულიძე და #41 ვლადიმერ კახაძე.

არჩევნების პირველ ტურში, მთაწმინდაზე „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ლადო კახაძემ ამომრჩეველთა ხმების 41% მიიღო, „ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ ბლოკის კანდიდატმა შალვა შავგულიძემ კი - 36,83%.

არჩევნების პირველი ტური 19 მაისს გაიმართა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG