თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის საინფორმაციო ცენტრში კომისიის თავმჯდომარემ, ბელა პლიევამ გამოაცხადა მონაცემები რესპუბლიკასა და მის საზღვრებს გარეთ ამომრჩეველთა აქტიურობის შესახებ.
12 საათისთვის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 22,55 %-მა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გამოთქვა იმედი, რომ არჩევნებზე მონაწილეობა მაღალი იქნება, ვინაიდან კენჭისყრა აქტიურად მიმდინარეობს, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო „რესი“.
საპარლამენტო არჩევნები მაჟორიტარულ-პროპორციული სისტემით ტარდება.
ამ არჩევნებისთვის კანონში შესულია შესწორება, რომლის თანახმად, არჩევნებში მონაწილეობის უფლება არა აქვთ ალკოჰოლიკებს, ნარკოდამოკიდებულ და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებს.
საარჩევნო კანონის თანახმად, არჩევნებში მონაწილე ყველა კანდიდატი ვალდებულია წერილობითი თანხმობა წარუდგინოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მისი პირადი მონაცემების წვდომაზე, რითიც შემოწმდება თუ რამდენი ხნის განმავლობაში არ იმყოფებოდ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. ამ დღეების რაოდენობა 93-ს არ უნდა აღემატებოდეს.