Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვოლსკი მარგველაშვილზე: ჯენტლმენური შეთანხმებაც არსებობს, რომ აშკარა მხარდამჭერი განცხადებები არ გაკეთდეს


"ქართული ოცნების" წევრი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "მკვახე" განცხადება გააკეთა, როდესაც მან მთაწმინდის ოლქში არჩევნებზე აშკარა მხარდაჭერა გამოხატა ერთ-ერთ კანდიდატის მიმართ.

"გარკვეული ჯენტლმენური შეთანხმებაც არსებობს, რომ ასეთი აშკარა მხარდამჭერი განცხადებები არ იქნეს გაკეთებული", - თქვა ვოლსკიმ.

მარგველაშვილის თქმით, ხმა მისცა ადამიანს, "რომელიც ბრძოლის ველზე იარაღით გვიცავდა მტრისგან, რომელიც სასამართლო დარბაზებში იცავდა მოქალაქეებს და მათ ინტერესებს, როდესაც ისინი ილახებოდნენ." ყოფილ პრეზიდენტს სახელი და გვარი არ უთქვამს, თუმცა, სავარაუდოდ, იგულისხმა "ქართული ოცნების" კანდიდატის ოპონენტი შალვა შავგულიძე, ვინაიდან ორ კანდიდატს შორის ადვოკატი მხოლოდ ისაა.

მთაწმინდის #1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. ოლქის მაცხოვრებლებს არჩევანის გაკეთება უწევთ ოპოზიციონერ შალვა შავგულიძესა და მმართველი პარტიის კანდიდატ ვლადიმერ კახაძეს შორის.

XS
SM
MD
LG