Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

14 წლის მოზარდის გატაცებისა და გაუპატიურების საქმეზე ძებნილი დააკავეს


საგარეჯოში თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველ პირთან სექსუალური კავშირის ბრალდებით ძებნილი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„2015 წლის 09 დეკემბერს, საგარეჯოს რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება ქ.ბ.-ს მიერ არასრულწლოვან ლ. ბ. თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე. ქ. ბ.-ს, დაუსწრებლად წარედგინა ბრალი 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარების ფაქტზე, ხოლო 2016 წლის 15 ივნისს მის მიმართ გამოცხადდა ძებნა. ამჟამად, მიმდინარეობს აღნიშნული საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში"- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

2019 წლის 4 აპრილს, სკოლის მასწავლებლის განცხადებით ლ. ბ. მოიტაცეს, საქმეზე გამოკითხულმა ლ. ბ. განმარტა, რომ იგი ცოლად გაჰყვა ძებნილ ქ. ბ.-ს. აღნიშნულ შემთხვევაზე გამოძიება სსკ-ს 143-ე მუხლით დაიწყო.

14 წლის მოზარდის გატაცებისა და გაუპატიურების საქმეზე ძებნილი პირი შსს-მ 9 ივნისს დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით გრძელდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG