ცხინვალის რეგიონის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ბელა პლიევამ გამოაცხადა ე.წ. საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები 15 ოლქში ხმებს დათვლის მიხედვით.
„ერთიან ოსეთს“ 3276 ხმა აქვს, მეორე ადგილზეა „სახალხო პარტია“ – 1790 ხმა, პარტია „ნიხასი“ – 1171, „ხალხის ერთობა“ – 1080, კომუნისტური პარტია - 572, „ფიდიბასტა“ („სამშობლო“) – 275, „ერთობა“ – 261. ყველას წინააღმდეგ - 96 ამომრჩეველი.
წინასწარი მონაცემებით, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 65,24%-მა, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო „რესი“.