Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"სამართლიანი არჩევნები" - არჩევნები მთაწმინდაზე მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩატარდა


#41 ვლადიმერ კახაძე - ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო - 61.8%

#13 შალვა შავგულიძე - ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატები - 38.2%

ასეთი შედეგები აჩვენა ”სამართლიანი არჩევნების“ ხმის პარალელურმა დათვლამ მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში. ორგანიზაციის შეფასებით,​ კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცესი უმეტესწილად მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩატარდა. კენჭისყრის პროცესის დროს ტენდენციის სახით გამოვლინდა საარჩევნო უბნების გარე პერიმეტრზე ამომრჩეველთა აღრიცხვის ფაქტები, მათ შორის სხვადასხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ, რაც, ორგანიზაციის შეფასებით, ამომრჩეველთა ნების სავარაუდო კონტროლის მანკიერი პრაქტიკის გაგრძელებას წარმოადგენს.

რიგ საარჩევნო უბნებზე, ორგანიზაციის დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა ცალკეული დარღვევები. „სამარლიანმა არჩევნებმა“ საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიებში წარადგინა თითო საჩივარი.

ხმების პარალელურმა დათვლამ აჩვენა, რომ კენჭისყრის მიმდინარეობისას საარჩევნო უბნების 3.2%-ზე დაირღვა ხმის მიცემის ფარულობა. არასათანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემის, მარკირების პროცედურის ან ბიულეტენების დამოწმების წესის დარღვევის შემთხვევები არ გამოვლენილა.

ხმების პარალელური დათვლის შედეგად, ბათილი ბიულეტენების პროცენტულმა მაჩვენებელმა 4% შეადგინა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG