Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტი იწყებს სახელმწიფო ინსპექტორის კანდიდატურების განხილვას


პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტში დღეს სახელმწიფო ინსპექტორის კანდიდატურების განხილვა იწყება. ინსპექტორის თანამდებობაზე შერჩეულია ორი კანდიდატი: შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლონდა თოლორაია და ყოფილი სამართალდამცველი ვალერი ლომუაშვილი. ისინი სპეციალურად შექმნილმა კომისიამ 48 კანდიდატიდან შეარჩია.

„ჩვენ შევარჩევთ ყველაზე ღირსეულ კანდიდატს, ვისაც ექნება შესაბამისი კომპეტენციები, გამოცდილება ადამიანის უფლებათა სფეროში და ასევე, საკმარისი უნარები, რათა ამ ინსტიტუტის საქმიანობას გაუძღვეს.

როგორც იცით, თვითონ ეს ინსტიტუტი ხელისუფლების ინიციატივით, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით შეიქმნა და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ მან ეფექტურად იმუშაოს“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ.

სახელმწიფო ინსპექტორს, თამარ ქალდანს უფლებამოსილების ვადა 1-ელ ივლისს ეწურება. 1 ივლისსვე ამოქმედდება ინსპექტორის სამსახურის ახალი ფუნქცია, რომელიც მას სამართალდამცველების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების უფლებას ანიჭებს.

სახელმწიფო ინსპექტორის კანდიდატურებს დეპუტატები მოგვიანებით პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს.

XS
SM
MD
LG