Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის საელჩო: აშშ არ აღიარებს სამხრეთ ოსეთის რეგიონში გამართულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს


შეერთებული შტატები არ აღიარებს სამხრეთ ოსეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს, ეს რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია, - წერია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეერთებული შტატები მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება.

„შეერთებული შტატები არ აღიარებს ეგრედ წოდებულ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში 9 ივნისს გაიმართა და არც მის შედეგებს. ჩვენი პოზიცია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში ცალსახაა: ეს რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია. ხაზს ვუსვამთ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება. მათ შორისაა, მისი ძალების გაყვანა კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე, საქართველოს რეგიონების: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმება და ამ რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების თავისუფლად გადაადგილების უზრუნველყოფა“,- ნათვამია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

XS
SM
MD
LG