Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა მომდევნო ხუთი წლის სტრატეგიული გეგმა მოამზადა


უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში ევროკავშირი აპირებს ძალისხმევის კონცენტრირებას უსაფრთხოებაზე, ეკონომიკურ ზრდაზე, კლიმატის დაცვასა და მსოფლიოში ევროკავშირის გავლენის განმტკიცებაზე - ამის შესახებ სააგენტო DPA იუწყება ევროპის კავშირის სტრაგეტიული გეგმის პროექტზე დაყრდნობით.

გეგმაში, რომელიც 2024 წლამდე პერიოდს მოიცავს, შენარჩუნებულია ევროკავშირის გაფართოების შესაძლებლობა.

პროექტის იმ ნაწილში, რომელიც მოქალაქეთა უსაფრთხოების და თავისუფლების დაცვას ეხება, ყურადღება გამახვილებულია გარე საზღვრების დაცვასა და არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლაზე. დოკუმენტში საუბარია კიბერშეტევებსა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის აუცილებლობასა და კანონის უზენაესობის პრინციპის დაცვაზე.

სტრატეგიული გეგმის პროექტი მომზადდა ევროკავშირის სამიტისთვის, რომელიც ივნისის მეორე ნახევარში გაიმართება

XS
SM
MD
LG