Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს მონაცემებით, მსოფლიოში 152 მილიონი ბავშვი იძულებით შრომობს


გაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემებით, მსოფლიოში ყოველი მეათე ბავშვი იძულებულია იმუშაოს, რათა ოჯახს თავის რჩენაში დაეხმაროს.

ბავშვთა ფონდის განცხადებით, მსოფლიოში იძულებით შრომობს 152 მილიონი გოგო და ბიჭი. მათგან 73 მილიონი საშიშ პირობებში.

ყველაზე მეტი, 72 მილიონი ბავშვი იძულებულია იმუშაოს აფრიკის ქვეყნებში. მეორე ადგილზეა აზიის ქვეყნები, სადაც 62 მილიონი ბავშვი შრომობს.

ბავშვთა შრომასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის, 12 ივნისის წინ გამოქვეყნებულ განცხადებაში გაეროს ბავშვთა ფონდი მთავრობებს, სამოქალაქო საზოგადოებას და კერძო კომპანიებს მოუწოდებს, ენერგიულად ებრძოლონ ბავშვთა შრომის მიზეზებს - სიღარიბეს, განათლების მიღების პრობლემას და გოგონების დისკრიმინაციას.

„არასაკმარისია მხოლოს ბავშვთა შრომის დაგმობა და აკრძალვა“ - განაცხადა გაეროს ფონდის წარმომადგენელმა კრისტიან შნაიდერმა.

XS
SM
MD
LG