Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამი კაცი დაიღუპა მახაჩყალის პორტში ტანკერზე მომხდარი აფეთქების შედეგად


სამი კაცი დაიღუპა და ორ დაშავდა კასპიის საზღვაო პორტ მახაჩყალაში ერთ-ერთ ტანკერზე მომხდარი აფეთქების შედეგად. დაღესტნის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა - მას სხეულის 95%-ზე აღენიშნება დამწვრობა.

წინასწარი მოკვლევის თანახმად, აფეთქება მოხდა ხომალდის სამანქანო განყოფილებაში. მაგრამ არ არსებობს ნავთობის დაღვრის საფრთხე.

ტანკერი, რომელზეც აფეთქება მოხდა, ვოლგის ერთ-ერთ სანაოსნო კომპანიას ეკუთვნის. თავად სანაოსნო კი რუსი მილიარდერის ვლადიმირ ლესინის კუთვნილ, საერთაშორისო სატრანსპორტო კონსორციუმის შემადგენლობაში იმყოფება.

XS
SM
MD
LG