Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთის პოლიციამ 9-10 ივნისს დააკავა საპროტესტო აქციების 700-მდე მონაწილე


ყაზახეთის დედაქალაქი ნურ-სულთანი 2019 წლის 9 ივნისს
ყაზახეთის დედაქალაქი ნურ-სულთანი 2019 წლის 9 ივნისს

ყაზახეთის პოლიციამ 9 და 10 ივნისს დააკავა საპრეზიდენტო არჩევნების გასაპროტესტებელი აქციების 700-მდე მონაწილე. ამის შესახებ სამშაბათს გამოაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

ხოლო მინისტრის მოადგილე მარატ კოჟაევის განცხადებით, 200-მდე დაკავებული გაიყვანეს დედაქალაქ ნურ-სულთანიდან და სხვა დასახლებული პუნქტებიდან, რათა არ მოხდეს მათი „თავმოყრა“.

9 ივნისს, ყაზახეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დღეს, ალმა-ათაში, ნურ-სულთანსა და შიმკენტში გაიმართა არასანქცირებული საპროტესტო აქციები არჩევნების ბოიკოტისაკენ მოწოდებით.

გამარჯვება ერგო დროებით პეზიდენტ ყასიმ-ჟორმატ ტოყაევს, რომელსაც ხმების 71%-მდე ერგო.

დემონსტრანტების აზრით, არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი.

XS
SM
MD
LG