Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლო 14 ივნისს იმსჯელებს გოლუნოვის შინაპატიმრობის მართებულობის საკითხზე


მოსკოვის საქალაქო სასამართლო 14 ივნისს განიხილავს, მართებული იყო თუ არა გადაწყვეტილება ჟურნალისტ ივან გოლუნოვისათვის შინაპატიმრობის შეფარდების შესახებ.

ონლაინ-გამოცემა „მედუზის“ რეპორტიორი ეჭვმიტანილია ნარკოტიკებით ვაჭრობის მცდელობაში. ის უარყოფს ბრალდებას.

ჟურნალისტის ადვოკატებმა დღეს გაასაჩივრეს შინაპატიმრობის შესახებ შაბათს მიღებული გადაწყვეტილება.

მანამდე რწმუნებულმა ადამიანის უფლებათა საკითხებზე, ტატიანა მოსკალკოვამ „მედუზასთან“ საუბრისას თქვა, რომ მიზანშეწონილად მიაჩნია გოლუნოვისათვის შეფარდებული შინაპატიმრობის შეცვლა გაუსვლელობის ხელწერილით.

დღეს ცნობილი გახდა, რომ გენერალურმა პროკურატურამ პოლიციისაგან მოითხოვა ინფორმაცია ყველა თანამშრომელზე, რომელიც მონაწილეობდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებში მოსკოვის დასავლეთ ადმინისტრაციულ ოლქში ნარკოტიკების საქმეებზე. გოლუნოვი სწორედ ამ ოლქის პოლიციელებმა დააკავეს.

პროკურატურამ პოლიციას მოსთხოვა ასევე ჟურნალისტის საქმესთან დაკავშირებული მასალები.

XS
SM
MD
LG