რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ვლადიმირ კოლოკოლცევმა გამოაცხადა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება ჟურნალისტ ივან გოლუნოვის მიმართ სამართლებრივი დევნის შეწყვეტისა და შინაპატიმრობიდან მისი გათავისუფლების შესახებ.
გოლუნოვი 6 ივნისს დააკავეს ნარკოტიკების გასაღების მცდელობის ბრალდებით, რომელსაც ის უარყოფს.
კოლოკოლცევმა 11 ივნისს განაცხადა ასევე, რომ გოლუნოვის დაკავებაში მონაწილე პოლიციელები სამსახურიდან დაითხოვეს და იწყება მათი ქმედებების გამოძიება.
მინისტრის განმარტებით, გოლუნოვის მიმართ სამართლებრივი დევნის შეწყვეტა ეფუძნება სასამართლო-სამედიცინო შემოწმებასა და „იმ ფაქტს, რომ ... დანაშაული არ დასტურდება“.
36 წლის ჟურნალისტის დაკავებას საპროტესტო ტალღა მოჰყვა. ადვოკატი ამბობს, რომ გოლუნოვი ნაცემია, დადგენილი აქვს ტყინის შერყევა და ნეკნის მოტეხილობა.