Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრაღის კვადრიენალეზე ქართველმა სტუდენტებმა მოიპოვეს პრიზი საუკეთესო პავილიონისთვის


პრაღაში მიმდინარე სცენოგრაფიისა და სივრცის კვადრიენალეზე საქართველოს სტუდენტურმა გამოფენამ დაიმსახურა პრიზი "საუკეთესო სტუდენტური პავილიონისთვის". ქართველი სტუდენტებთან ერთად წარმატება ხვდათ ფინელ და ტაივანელ მომავალ ხელოვანებს.

კვადრიენალეზე, სადაც 80-ზე მეტი ქვეყნის სცენოგრაფიის ნიმუშებს გაეცნობით, საქართველო ორ ნაწილადაა წარმოდგენილი. ერთია საქართველოს ეროვნული კუთხე და მეორე - სტუდენტური პავილიონი - გამოფენა, სახელწოდებით „მედეა/მედია“.

შოთა რუსთაველის თეატრთან არსებული გოგი ალექსი-მესხიშვილის სცენოგრაფიის სკოლის სტუდენტების პროექტი, რომელსაც კურატორობას უწევს ხელოვნების ისტორიკოსი ქეთი შავგულიძე, აერთიანებს ორ თემას - აფხაზეთის ოკუპაციას და მედეას.

პავილიონის ერთ მხარეს გამოფენილია ამ რეგიონიდან დევნილი რეალური პირების ფოტოები. მეორე მხარეს მწვანე ფონზე მოწყობილია სტუდია, სადაც მოხალისე მნახველს შეუძლია წაიკითხოს ტექსტი მედეას ტრაგედიიდან. კითხვის მომენტი მონიტორზე მოჩანს, ანუ აფხაზეთის ოკუპაციის ნაწილი ხდება, ხოლო ჩანაწერი ქვეყნდება ამ პროექტის, „მედეა/მედიის“, ფეისბუკის გვერდზე.

პრაღის კვადრიენალეს შესახებ ვრცლად იხილეთ აქ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG