მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ "საქართველოს სამეფო კლუბი" 7 წლის გიორგი ბაგრატიონის ნიშნობას გეგმავს, დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი ლევან ჩხეიძე უარყოფს. საუბარია ბაგრატიონების ორი შტოს საერთო მემკვიდრის შესაძლო ნიშნობაზე იმერეთის სამეფოს ბაგრატიონების შთამომავალზე.
"ეს არის სრული დეზინფორმაცია, არანაირი იმერეთის პრინცესა და საერთოდ არანაირი საცოლე გიორგი ბაგრატიონისთვის არავის შეურჩევია. იმერეთის ბაგრატიონთა სახლში ორი პრინცესაა და ორივე დედად ეკუთვნის პატარა გიორგის", - აცხადებს ლევან ჩხეიძე.
გიორგი ბაგრატიონი ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის და დავით ბაგრატიონ-მუხრანელის საერთო შვილია. "საქართველოს სამეფო კლუბი" კი მონარქიის აღდგენის მომხრეთა გაერთიანებაა, რომლებიც ე.წ სახალხო მონარქიის შექმნას ითხოვენ.