ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ მოკლე სია ცნობილია. კონფიდენციალურმა ჟიურიმ ფინალისტები 6 ნომინაციაში დაასახელა.
„ლიტერას“ გამარჯვებულები 25 ივნისს, წერალთა სახლში გამოვლინდებიან.
წლევანდელი ფინალისტები არიან:
რომანი
- შორენა ლებანიძე, „პენელოპე-მგზავრი“ / გამომცემლობა „არტანუჯი“
- ზურაბ ქარუმიძე, „UNTERGANG - მოგზაურობა ევროპაში“ / გამომცემლობა „ინტელექტი“
- ივა ფეზუაშვილი, „ფსკერის სახარება“ / გამომცემლობა „ინტელექტი“
- აკა მორჩილაძე, „კუპიდონი კრემლის კედელთან“/ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
- ბექა ადამაშვილი, „ამ რომანში ყველა კვდება“ / ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
- პროზაული კრებული
- გოგი ოჩიაური, „ხევსურული მოთხრობები“ / ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
- დათო გორგილაძე, „ღმერთი სამსახურშია“ / გამომცემლობა „ინტელექტი“
- ინა არჩუაშვილი, „მე ახლა არავის ველოდები“ / გამომცემლობა „ინტელექტი“
პოეტური კრებული
- მარიამ წიკლაური, „ქუჩის გადაჭრა / გამომცემლობა „ინტელექტი“
- გივი ალხაზიშვილი, „ვრცელი წუთი“ / ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა & ლიტერატურული სააგენტო
- ბექა ახალაია, „მტრედების იონა“ / გამომცემლობა „ინტელექტი“
- მანანა კობაიძე, „ახალი აგვისტო“ / გამომცემლობა „ინტელექტი“
დოკუმენტური პროზა
- მედეა ზაალიშვილი, „ცაში გამოკიდებული სახლი“ / გამომცემლობა „არტანუჯი“
- დავით წერედიანი, „თემა და ვარიაციები“ / გამომცემლობა „ინტელექტი“
- ნინო ლომაძე, „ვაშლის ბაღები“ / გამომცემლობა „ინდიგო“
- გურამ მეგრელიშვილი, „საქართველოს ალტერნატიული რუკა“ / გამომცემლობა „ინტელექტი“
- სალომე ბენიძე, დინა ოგანოვა, „SHEROES” / გამომცემლობა “წიგნები ბათუმში“
დებიუტი
- ნიკა ლაშხია, „დონორი“ / გამომცემლობა „ინტელექტი“
- ილია ჭანტურია, „ნინოშვილის 25“ / გამომცემლობა „ინტელექტი“
- ლელა კოტორაშვილი, „მოსიარულე გაკვეთილები“ / გამომცემლობა „ინტელექტი“
- ლევან ინაური, „ჩვენ მოვიპარეთ გერმანია“ / გამომცემლობა „ინტელექტი“
- იაგო თვალაბეიშვილი, „ტრანსმუტაცია“ / გამომცემლობა პალიტრა L
- ვახტანგ ვახტანგაძე, „ალაჰი ჩემი მეგობარია“ / გამომცემლობა პალიტრა L
- თემურ ბაბლუანი, „მზე, მთავარე და პურის ყანა (მანუშაკა მელოდება)“ / ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
წიგნის დიზაინი
- თეონა ჭანიშვილი - „14 აპრილი, 1978“, ანა ბაქანიძე / გამომცემლობა „არტანუჯი“
- თეონა ჭანიშვილი - „ ჯაზის ცხოვრება“, ზურაბ ქარუმიძე / გამომცემლობა „ინტელექტი“
- თორნიკე ლორთქიფანიძე - „100 წელი - 100 ფოტო“ / გამომცემლობა „ინდიგო“
- ვიოლა ტუღუში - „მიგელ დე სერვანტესის არაჩვეულებრივი თავგადასავალი“, ემა ვიგოდსკაია / გამომცემლობა „არტანუჯი“
- სოფია ანთაძე - „ამ რომანში ყველა კვდება“ , ბექა ადამაშვილი / ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
ლიტერატურული პრემია „ლიტერა“ 2015 წელს დაფუძნდა. გამარჯვებულს ფულადი ჯილდო 5000 ლარი და პრიზი „ლიტერა“ გადაეცემა.