Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის ელჩები შეთანხმდნენ ყირიმის სანქციების გახანგრძლივებაზე


ევროკავშირის ელჩები შეთანხმდნენ ერთი წლით გაახანგრძლივონ ბლოკის საინვესტიციო აკრძალვა ყირიმის ნახევარკუნძულზე.

მოლაპარაკებებში ჩართულმა წყაროებმა ანონიმურობის დაცვის პირობით რადიო თავისუფლებას 12 ივნისს უთხრეს, რომ სანქციების გახანგრძლივება მინისტრების დონეზე ოფიციალურად გაფორმდება შემდეგი ორი კვირის განმავლობაში.

ევროკავშირის სანქციები 2014 წელს შემოიღეს, რუსეთის მიერ 2014 წლის მარტში უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსირების პასუხად.

ზომები მოიცავს მთელი ევროკავშირის მასშტაბით მოქმედ აკრძალვას ყირიმიდან იმპორტზე, თუ საქონელს უკრაინული სერტიფიკატები არ ერთვის თან, ევროკავშირის წევრი ქვეყნის დროშით მცურავი გემებისთვის ყირიმის რომელიმე პორტში შესვლის აკრძალვას და ევროკავშირის ყველა კომპანიისთვის იქ საკუთრების ან კომპანიების შესყიდვის აკრძალვას.

ამ ზომების თანახმად, ასევე აკრძალულია ყირიმის კომპანიებისთვის ან ნახევარკუნძულზე გაყიდვისთვის ტრანსპორტის, ტელეკომუნიკაციების და ენერგეტიკის სექტორების საქონლის და ტექნოლოგიის მიწოდება

მოსკოვი მხარს უჭერს აღმოსავლეთ უკრაინაში მოქმედ სეპარატისტებს კონფლიქტში, რომელსაც 2014 წლის აპრილის შემდეგ 13,000-მდე ადამიანი შეეწირა.

20 ივნისს ბრიუსელში დანიშნულ შეხვედრაზე ევროკავშირის ლიდერები, სავარაუდოდ, კიდევ ექვსი თვით გაახანგრძლივებენ ბლოკის ეკონომიკურ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. ამ სანქციების მთავარი სამიზნე ქვეყნის ენერგეტიკის და საბანკო სექტორებია.

XS
SM
MD
LG