საქართველოს ახალგაზრდულმა სარაგბო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი გამარჯვებით დაასრულა. ილია მაისურაძის გაწვრთნილი გუნდი შოტლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდა და 17:12 მოუგო.
უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ოთხგუნდიან ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავეს. ჩამორჩნენ ახალ ზელანდიასა და სამხრეთ აფრიკას და გაუსწრეს შოტლანდიას. პლეი ოფში კი მეცხრე-მეთორმეტე ადგილებისთვის მებრძოლთა შორის გააგრძელებენ თამაშს და თუ მომდევნო მატჩს მოიგებენ, მსოფლიოს 2020 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს ვადაზე ადრე გაინაღდებენ.
ვის დაუპირისპირდებიან ახალგაზრდა ბორჯღალოსნები უახლოეს შეხვედრაში, ამაღამ გაირკვევა, ჯგუფური ეტაპის ყველა თამაშის დასრულების შემდეგ.