Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბეჰემოტ „ბეგის“ სკულპტურა თბილისში 2020 წელს დაიდგმება


ბეჰემოტ „ბეგის“ ქანდაკების ესკიზები თბილისის მერიამ გამოფინა. თბილისის მერის მოადგილის სოფიო ხუნწარიას განცხადებით,„ბეგის“ ქანდაკების ესკიზების კონკურსი 3 აპრილს გამოცხადდა და მასში მონაწილეობა შეეძლოთ როგორც ქართველ, ისე უცხოელ ავტორებს ან ავტორთა ჯგუფს, ფიზიკური ან იურიდიული პირის სტატუსით.

„საკონკურსო განაცხადების მიღება 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ ხნის განმავლობაში 14 პროექტი შემოვიდა. ორშაბათამდე არის ვადა იმისთვის, რომ ჟიურიმ კონკრეტული შეფასება გააკეთოს და ორშაბათს გამარჯვებული ნამუშევარი გამოვლინდება. კონკურსში გამარჯვებულ ავტორს შეარჩევს თბილისის მერიის მიერ შექმნილი 12-წევრიანი საკონკურსო კომისია, რომელშიც ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები შედიან“,- განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.

ჯერჯერობით უცნობია სად განთავსდება სკულპტურა. წინასწარი ვარაუდით, ის ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიდგმება.

2015 წლის 13 ივნისის ღამით, ზოოპარკიდან გამოქცეული ბეჰემოტი „ბეგი“ სტიქიის სიმბოლო გახდა.

XS
SM
MD
LG