Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სანაპირო ზოლზე წელს პირველად მაშველი ქალებიც გამოჩნდებიან


შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რა ფუნქცია ექნებათ მაშველ ქალებს, რომლებიც ზღვის სანაპირო ზოლზე წელს პირველად გამოჩდნენ.

შსს-ს ინფორმაციით, მათი მოვალეობა იქნება სანაპიროზე პატრულირება, საჭიროების შემთხვევაში დახმარების გამოძახება, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა და გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში უშუალოდ სამაშველო პროცესში ჩართვა.

მაშველი ქალები ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტები არიან და მათ ფიზიკური მომზადების ნორმატივი უკვე ჩაბარებული აქვთ. ამ ეტაპზე ისინი სეზონის ოფიციალური გახსნისთვის ემზადებიან.

აჭარის ტერიტორიაზე, შავის ზღვის სანაპირო ზოლზე უკვე მუშაობს 160-მდე მაშველი. მაშველების რაოდენობა საზღვაო სეზონის გახსნის შემდეგ 250-მდე გაიზრდება, რაც 50-ით მეტია, ვიდრე წინა სეზონის მაშველთა რაოდენობა იყო. სეზონზე 20-მდე მაშველი ქალი იმუშავებს.

საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველები აჭარაში სრულად აითვისებენ შავი ზღვის სანაპირო ზოლს და ევროპული სტანდარტების შესაბამისად იქნებიან აღჭურვილები.

XS
SM
MD
LG