Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩავუშოღლუ: ანკარა პასუხს გასცემს ვაშინგტონის შესაძლო სანქციებს რუსული S-400-ების შესყიდვასთან დაკავშირებით


თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ანკარა პასუხს გასცემს ვაშინგტონის მიერ თურქეთისთვის ნებისმიერი შესაძლო სანქციების დაწესებას ანკარის მიერ რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების, S-400-ების შესყიდვასთან დაკავშირებით.

თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ანადოლუსთვის მიცემულ ინტერვიუში ჩავუშოღლუმ თქვა, რომ თურქეთს, როგორც „დამოუკიდებელ და თავისუფალ“ ქვეყანას, უფლება აქვს, თავად მიიღოს გადაწყვეტილებები საკუთარი სამხედრო შესყიდვების თაობაზე.

რუსეთსა და თურქეთს შორის გარიგებამ ზიანი მიაყენა ნატოში ორ მოკავშირეს შორის ურთიერთობებს.

აშშ აცხადებს, რომ S-400 საფრთხეს შეუქმნის მისი F-35 გამანადგურებლის პროექტს. ვაშინგტონმა თურქეთს უთხრა, რომ რუსეთთან მიღწეული გარიგების გამო მას აღარ ექნება F-35-ების შესყიდვის საშუალება.

ვაშინგტონი ასევე შესაძლო სანქციებით დაემუქრა თურქეთს, რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების შესყიდვის შემთხვევაში.

ჩავუშოღლუს თქმით, ანკარამ „კონტრნაბიჯები“ უნდა გადადგას, თუკი ვაშინგტონი სანქციებს დაუწესებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG