Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრეზიდენტი გერმანიასა და საფრანგეთში გამართავს ვიზიტს მომვალ კვირაში


უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, პრეზიდენტის რანგში თავის პირველ ვიზიტს გამართავს გერმანიასა და საფრანგეთში. ევროპის ამ ქვეყნებში სტუმრობისას მისი მიზანია ქვეყანაში რეფორმების წინსვლა და რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტებთან კონფლიქტის მოგვარება.

ზელენსკი ჯერ პარიზში ჩავა და ელისეს სასახლეში საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდება 17 ივნისს. მეორე დღეს ის უკვე ბერლინში, ბელვიუს სასახლეში გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს მოელაპარაკება.

ყოფილმა კომიკოსმა, ზელენსკიმ, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დაამარცხა მოქმედი პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო.

საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისის თანახმად, მომავალი შეხვედრა მაკრონსა და ზელენსკის შორის შესაძლებლობას აძლევს საფრანგეთს, მხარდაჭერა გაუწიოს უკრაინას იმ რეფორმების გატარებაში, რომელსაც ახალი პრეზიდენტი ესწრაფვის. ამავე ცნობით, მათი შეხვედრის დროს იმსჯელებენ უკრაინის კონფლიქტის მოგვარების შანსებზე პარიზისა და ბერლინის მხარდაჭერით.

ეს ორი სახელმწიფო, უკრაინასა და რუსეთთან ერთად, ე.წ. „ნორმანდიის ფორმატის“ ნაწილს წარმოადგეს. ქვეყანათა ამ ჯგუფის მიზანია ომის დასრულება. მის წევრებს ორი წელიწადი არ უსაუბრიათ და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებები, რომლებიც მინსკის 2014 და 2015 წლების შეთანხმების ნაწილია, არ სრულდება.

უკრაინას რუსეთთან დაპირისპირება აქვს ყირიმის გამოც, რომლის ანექსია მოსკოვის მიერ მოხდა. კიევს უწევს ბრძოლა კორუფციასა და სერიოზულ ეკონომიკურ სირთულეებთან.

ადრე, ამ თვეში, ზელენსკიმ თავისი პირველი ვიზიტი განახორციელა ევროკავშირსა და ნატოში, ბრიუსელში, სადაც მან დაადასტურა უკრაინის ევროატლანტიკური ორიენტაცია, ასევე მზადყოფნა, რომ გაატარებს რეფორმებს, გააძლიერებს კორუფციასთან ბრძოლას. ზელენსკიმ ბლოკს მოსთხოვა ზეწოლა რუსეთზე, რათა დასრულდეს ომი უკრაინის აღმოსავლეთში.

აპრილის თვეში, კენჭისყრის წინ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, მაკრონმა მიიღო ზელენსკი და პოროშენკო. იმავე დღეს გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი შეხვდა პოროშენკოს, მაგრამ - არა ზელენსკის.

XS
SM
MD
LG