Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თამარ ხულორდავა ლევან ვასაძის განცხადებებზე: ეს არის ძალადობის პროპაგანდა


განცხადებები, რაც გუშინ ისმოდა, ჩემი შეფასებით, ცალსახად არის ძალადობის პროპაგანდა და ძალადობისკენ მოწოდება, - ასე აფასებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა ბიზნესმენ ლევან ვასაძის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებებს.

თამარ ხულორდავას თქმით, სახელმწიფო ძალადობას არ დაუშვებს.

"პოლიციამ ძალიან სწორად იმოქმედა 14 ივნისს. იმედი მაქვს, რომ შევინარჩუნებთ საღ გონებას , სიმშვიდეს და გავემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას. მგონი, დროა ვიფიქროთ ვის აძლევს ხელს ამ დაძაბულობის შემოტანა ქართულ სივრცეში, ჩვენს პოლიტიკაში, ჩვენს რეალობაში. ეს ნამდვილად არ არის კარგი ჩვენი მომავლისთვის, ჩვენი განვითარებისთვის და ძალიან ვწუხვარ, რომ გვიწევს ამ პროცესებზე კომენტარების გაკეთება, ნაცვლად იმისა, რომ ვიზრუნოთ ჩვენს უკეთეს მომავალზე და ხვალინდელ დღეზე", - განაცხადა თამარ ხულორდავამ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება მიმდინარეობს უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში გაწევრიანების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის პირველი ნაწილით.

16 ივნისს, ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის პარკში გამოაცხადა, რომ იქმნება სახალხო ლეგიონი, რომელიც „თბილისი პრაიდის“ გამო ქალაქში პატრულირებას დაიწყებს. ვასაძის თქმით, მოხალისეები ქამრებით შეუკრავენ ხელს უმცირესობათა წარმომადგენლებს და ტერიტორიიდან გაიყვანენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG