Accessibility links

site logo site logo

ანაკლიის პორტისკენ გზის მშენებლობისთვის ტოპოგეოდეზიური სამუშაოები სრულდება


საპროექტო სამუშაოები ანაკლიაში

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან მისასვლელი 18 კმ-იანი საავტომობილო გზისა და რკინიგზის პროექტირება აქტიურად მიმდინარეობს.

დეპარტამენტის ცნობით, დასრულების ეტაპზეა ტოპოგეოდეზიური სამუშაოები და ინტენსიურად ხორციელდება გეოლოგიური სამუშაოები. ადგილზე ერთდროულად მუშაობს 4 საპროექტო ჯგუფი. მომზადდება გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და განსახლების სამოქმედო გეგმის დოკუმენტებიც.

ანაკლიაში საპროექტო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან კუპატაშვილი და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია.

ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის პროექტირებას ავსტრალიური მულტინაციონალური კომპანია „სმექი“ ახორციელებს. პროექტირება ოქტომბერში უნდა დასრულდეს. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 7 მილიონი ლარია.

ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან მისასვლელი გზისა და რკინიგზის მშენებლობა 2019 წლის დეკემბერში უნდა დაიწყოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG