Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია დაიწყო


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო საინფორმაციო კამპანია „ნუ წაართმევ ბავშვობას.“

კამპანიის მიზანია ნაადრევი ქორწინების ხელშემწყობი დანაშაულის აღმოფხვრა, საზოგადოების შესაბამისი ცნობიერების ამაღლება და პოლიციისთვის დროული შეტყობინების უზრუნველყოფა.

შსს-ს ინფორმაციით, 2018 წელს გამოძიება დაიწყო არასრულწლოვანთა ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებულ 180-მდე ფაქტზე. სამინისტროს განცხადებით,სამართალდამცავი ორგანოების ინფორმირება ხდება შეთხვევიდან რამდენიმე თვის შემდეგ, რაც ართულებს ეფექტიან და დროულ რეაგირებას.

საინფორმაციო კამპანია მოიცავს შეხვედრებს რეგიონების მოსახლეობასთან, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, სკოლის მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან.

შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებენ ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები და ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენლები.

დამზადდა საინფორმაციო ბუკლეტები, რომლებსაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და მართლწესრიგის ოფიცრები თბილისსა და რეგიონებში მოსახლეობას დაურიგებენ და კამპანიის მიზნებს გააცნობენ.

კამპანიაში ჩაერთვებიან განათლების და ჯანდაცვის სამინისტროების, სახალხო დამცველის ოფისის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც.

18 დღიანი საინფორმაციო კამპანია გაეროს მოსახლეობის ფონდის მხარდაჭერით დაიწყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG