Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანმა გამოაცხადა, რომ შეამცირებს ბირთვული შეთანხმების კიდევ ერთი ვალდებულების შესრულებას


ირანის ბირთვული ენერგეტიკის სააგენტოს თანამშრომლის თანახმად, მომავალ ათ დღეში ირანი გადააჭარბებს ურანის მარაგის იმ დონეს, რომელიც 2015 წლის ბირთვული შეთანხმებით დადგინდა.

ირანის სახელმწიფო ტელევიზიით გამოსვლისას, ბეჰრუზ ქამალვანდიმ განაცხადა, რომ თეირანი გაზრდის ურანის გამდიდრების დონეს, რამდენადაც ამის საჭიროება აქვს ქვეყანას.

ეს განცხადება მოჰყვა ირანის პრეზიდენტის, ჰასან როჰანის განცხადებას, რომ მისი ქვეყანა კვლავ ნაკლებად დაიცავს მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან 2015 წელს დადებულ ბირთვულ შეთანხმებას, თუ დოკუმენტზე ხელის მომწერი სხვა ქვეყნები „დადებით სიგნალს“ არ გაუგზავნიან.

მაისში ირანმა დაიწყო ზოგიერთი პირობის შესრულების უარყოფა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ბირთვული შეთანხმებიდან თავისი ქვეყნის გაყვანის საპასუხოდ.

ცხადია, რომ ირანს არ შეუძლია დაიცვას ეს ხელშეკრულება ცალმხრივად“, - განაცხადა როჰანიმ 15 ივნისს ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG