ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში თავის მოქალაქეებს თბილისში, დაგეგმილ “ღირსების მარშთან” დაკავშირებით აფრთხილებს და მოუწოდებს მოსალოდნელი საფრთხისგან თავის არიდების მიზნით მოერიდონ საჯარო სივრცეში მასობრივი თავშეყრის ადგილებს.
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ განცხადება ინგლისურ ენაზე გაავრცელა.
„ლგბტქი თემის წარმომადგენლები და მათ მხარდამჭერები აპირებენ პრაიდის კვირეული თბილისში აღნიშნონ პრაიდით ან/და საჯარო ღონისძიებით. ვვარაუდობთ, რომ ღონისძიება ბევრ ადამიანს მიიზიდავს. პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით საჯარო ღონისძიება წელს პირველად დაიგეგმა. უწინ თემის წარმომადგენლებისა და აქტივისტების მსგავსმა საჯარო ღონისძიებამ კონტრდემონსტრანტების ცხარე და ზოგ შემთხვევაში ძალადობრივი პასუხი გამოიწვია, რასაც თან ახლდა როგორც ფიზიკური დაზიანება, ისე – მატერიალური ზიანი. აშშ-ის სამთავრობო უწყებების თანამშრომლებს მიეცათ რჩევა, თავი აარიდონ მასობრივი თავშეყრის ადგილებს.
მისაღები ზომები:
- თავი აარიდეთ დემონსტრაციას
- მიიღეთ უსაფრთხოების ზომები თუდიდ თავყრილობასთან ან საპორტესტო აქციასიის სიახლოვეს აღმოჩნდებით
- სიახლეების გასაცნობად თვალი ადევნეთ ადგილობრივ მედიას;
- მოერიდეთ საჯაროობას
- მოითხოვეთ დახმარება.”
18 ივნისს საქართველოში ნიდერლანდის საელჩომ გააფრთხილა თავისი ქვეყნის მოქალაქეები. თბილისი პრაიდის კვირეულში (18-23 ივნისის პერიოდი) გამოიჩინონ სიფრთხილე. მოერიდონ პრაიდის ფარგლებში დაგეგმილ საჯარო ღონისძიებებს, ვინაიდან არსებობს კონტრდემონსტრაციების რისკი, რომლებიც შეიძლება ძალადობაში გადაიზარდოს.
დაწერეთ კომენტარი