Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"სახალხო ლეგიონი" აქციას მართავს ლგბტ აქტივისტების ერთ-ერთ ოფისთან


ულტრანაციონალისტური ჯგუფებისა და ლევან ვასაძის „სახალხო ლეგიონის“ წარმომადგენლები შეკრებილი არიან ჭავჭავაძის გამზირზე, „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორთა ერთ-ერთ ოფისთან. აქციაში მონაწილეობენ სასულიერო პირები.

მანამდე დაანონსებული იყო, რომ მდუმარე აქციას გეგმავდნენ: მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი, „ზნეობა“ და პედაგოგთა ასოციაცია.

როგორც ლევან ვასაძის მიერ ორგანიზებული „სახალხო ლეგიონის“ წარმომადგენელმა, გურამ ფალავანდიშვილმა უთხრა ჟურნალისტებს, უნდა „დაილუქოს დესტაბილიზაციის ბუდე“. მისივე თქმით, დღევანდელი მთავრობა და მათ შორის - შს მინისტრი, გიორგი გახარია ეროვნული იდეების მატარებელი რომ იყოს, საქმეს აქამდე არ მიიყვანდა და აკრძალავდა „თბილისი პრაიდს“.

„ჩვენ მივაწვებით კორდონს. ამდენი ხალხის გაჩერების ერთადერთი შანსი იქნება ძალის გამოყენება პოლიციის მხრიდან. არ უნდა შედგეს „თბილისი პრაიდი“ - ეს არის ტერორიზმი და ჩვენი შვილების დახვრეტა“, - თქვა ფალავანდიშვილმა.

როგორც აქციის დაწყებამდე „თბილისი პრაიდის“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ისინი ოფისის დატოვებას გეგმავდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG