Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანელი აქტივისტი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს


აზერბაიჯანელი უფლებადამცველი ავთანდილ მამედოვი სასამართლომ 3000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ დევნილი აქტივისტი საქართველოში 2017 წლის აპრილის შემდეგ ცხოვრობს.

მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად მარნეულში მცხოვრები ავთანდილ მამედოვი ქართველმა სამართალდამცველებმა 17 ივნისს, საკუთარ სახლთან დააკავეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1983 წელს დაბადებული მამედოვი თაღლითობის ბრალდებით აზერბაიჯანის რესპუბლიკის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით იძებნებოდა. გამოძიების ინფორმაციით:

  • 2017 წლის 17 მაისს აზერბაიჯანის ქალაქ ქუბის რაიონულ პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ავთანდილ მამედოვის მიერ ჩადენილი თაღლითობის ფაქტთან დაკავშირებით;
  • მამედოვს ბრალად ედებოდა აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის 178.2.2.-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, რაც არაერთგზის ჩადენილ თაღლითობას გულისხმობს;
  • 2018 წლის 24 მაისს აზერბაიჯანის ქალაქ ქუბის რაიონული სასამართლოს განჩინებით, მამედოვს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ავთანდილ მამედოვი თავის დაკავებას უკავშირებს მონაწილეობას აფგან მუხთარლის თბილისიდან გატაცების ორი წლისთავისადმი მიძღვნილ საპროტესტო აქციაში, „რადგან ამან გამოიწვია აზერბაიჯანის ხელისუფლების განსაკუთრებული გაღიზიანება“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG