Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერგეი გავრილოვი: ხმა უნდა ავიმაღლოთ ქრისტიანების ჩაგვრის წინააღმდეგ


მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა განამტკიცებს მშვიდობას და ხმას აიმაღლებს ქრისტიანების ჩაგვრის წინააღმდეგ, - განაცხადა რუსეთის დუმის დეპუტატმა, ასამბლეის პრეზიდენტმა, სერგეი გავრილოვმა, 19 ივნისს, თბილისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიის გახსნისას.

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ასამბლეის 26-ე სესია მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს იმ მოვლენების გაცნობიერებაში, რომლის წინაშეც დგას მართლმადიდებელი სამყარო, მათ შორის მშვიდობის განმტკიცების თვალსაზრისით სხვადასხვა ერებსა და კონფესიებს შორის და (ასამბლეა) შეძლებს ხმა აიმაღლოს, რათა დაიცვას ქრისტიანები სხვადასხვაგვარი ჩაგვრისგან“, - განაცხადა გავრილოვმა.

როგორც გავრილოვმა უთხრა ჟურნალისტებს, საქართველოს სამშობლოდ მიიჩნევს და არანაირ დისკომფორტს არ უქმნის ის ფაქტი, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი.

ასამბლეის 26-ე სესიის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიების დაწყებამდე, 19 ივნისს, ავლაბრის ცერემონიების სასახლესთან ხმაურიანი საპროტესტო აქცია გაიმართა. ხალხის განსაკუთრებულ პროტესტს იწვევს სწორედ სერგეი გავრილოვის თბილისში ჩამოსვლის ფაქტი.

გავრილოვის ჩამოსვლა მწვავედ გააპროტესტა ოპოზიციამაც, რადგან რუსი დეპუტატი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებს და საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებებითა და განცხადებებით გამოირჩევა.

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესია ავლაბრის სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში 19 ივნისს გაიხსნა და 22 ივნისამდე გასტანს. 26-ე სესიაში მონაწილეობს 25-მდე ქვეყნის 100-მდე წარმომადგენელი.

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში ქართულ დელეგაციას „ქართული ოცნების“ წევრი ზაქარია ქუცნაშვილი ხელმძღვანელობს. დელეგაციის წევრები არიან დიმიტრი ხუნდაძე, ენძელა მაჭავარიანი, ადა მარშანია და ზვიად ძიძიგური.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG