Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„თბილისი პრაიდის“ სპექტაკლმა წარმატებით ჩაიარა


„თბილისი პრაიდის“ სპექტაკლი
„თბილისი პრაიდის“ სპექტაკლი

19 ივნისს „თბილისი პრაიდის“ფარგლებში დაგეგმილი სპექტაკლი გაიმართა. როგორც ორგანიზატორებმა უთხრეს რადიო თავისუფლებას, ღონისძიებამ წარმატებით, დაძაბულობის გარეშე ჩაიარა.

სოციალური სპექტაკლი - სახელწოდებით „კავკასიური მეტამორფოზა“, ახალგაზრდა გეი ბიჭსა და მის მშობლებს ეძღვნება. სპექტაკლს საფუძვლად უდევს ფრანც კაფკას ცნობილი მოთხრობა „მეტამორფოზა“, რომლის მთავარი გმირი - გრეგორ ზამზა ერთ დილას აღმოაჩენს, რომ უზარმაზარ მწერად იქცა.

„ამ სპექტაკლის მთავარი გმირები არ თამაშობენ. ისინი სცენაზე საკუთარ ცხოვრებას ცხოვრობენ; ცხოვრებას, რომელიც მათი აღიარების შემდეგ, რადიკალურად იცვლება. როგორ იქცევიან მისი მშობლები, იღებენ მას თუ პირიქით, რიყავენ, როგორც სირცხვილს?“ - ამბობს ნინო ბოლქვაძე, „თბილისი პრაიდის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი, რომელიც რადიო თავისუფლებამ 19 ივნისს ჩაწერა.

„თბილისი პრაიდის“ კვირეულის განრიგში ცვლილებები არ გამოუწვევია ულტრანაციონალისტური და ჰომოფობიური ჯგუფების პროტესტს, რომელსაც ბიზნესმენი ლევან ვასაძე უდგას სათავეში. ლგბტ თემისა და მისი მომხრეების წინააღმდეგ სწორედ მისი ინიციატივით შეიქმნა „სახალხო ლეგიონი“, რომელიც პოლიციელების კორდონის გარღვევითა და ძალადობით იმუქრება.

"თბილისი პრაიდის" ორგანიზატორების თქმით, აუცილებლად გაიმართება კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი "ღირსების მარში", რომლის ჩასატარებლადაც უსაფრთხოების გარანტიებს არ იძლევა შს სამინისტრო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG